პლაზმოთერაპია
პლაზმოთერაპია არის ინოვაციური და უსაფრთხო პროცედურა, რომლის დროსაც გამოიყენება თავად პაციენტის სისხლიდან მიღებულ პლაზმა, კანისა და თმის რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების მიზნით. პროცედურის დროს პაციენტის სისხლიდან სპეციალური მეთოდით გამოიყოფა პლაზმა, რომელიც შეჰყავთ პრობლემურ ზონებში. ეს ნივთიერებები ასტიმულირებს უჯრედების განახლებას და აუმჯობესებს ქსოვილების ხარისხს.
პლაზმოთერაპია არ არის მხოლოდ ესთეტიკური პროცედურა, ის ხელს უწყობს კანის ბუნებრივ აღდგენას და გაუმჯობესებას. გამოიყენება როგორც სახის კანის, ასევე თავის კანისა და თმის პრობლემების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია კანის ტონუსის დაქვეითების, წვრილი ნაოჭების, აკნეს კვალის, პიგმენტაციისა და თმის ცვენის შემთხვევაში.

პროცედურის უპირატესობები:
- გამოიყენება პაციენტის ორგანიზმში არსებული ნივთიერება
- აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ელასტიურობასა და ფერს
- ამცირებს ნაოჭებს და აკნეს კვალს
- ასტიმულირებს თმის ზრდას და ამცირებს თმის ცვენას
- არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას
- მოქმედებს მხოლოდ შერჩეულ ზონებზე და უზრუნველყოფს ბუნებრივ, თანდათანობით შედეგს
დაჯავშნე ვიზიტი
აირჩიე სასურველი თარიღი და ქალაქი