ბოტულინოთერაპია
ბოტულინოთერაპია მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად, ან პრევენციის მიზნით ტარდება. პროცედურის დროს კუნთში შეგვყავს ბოტულინის ტოქსინის კონტროლირებული დოზა, რომელიც დროებით ამცირებს კუნთების ზედმეტ აქტივობას. პროცედურა ძირითადად არ ცვლის სახის სტრუქტურას და არ ზრდის მოცულობას. მისი მიზანია ნაოჭების გამომწვევი მიზეზის, ანუ კუნთოვანი აქტივობის კონტროლი. ბოტულინოთერაპიის ეფექტი იწყება რამდენიმე დღეში და სრულად ვლინდება დაახლოებით 10–14 დღის შემდეგ.

პროცედურის უპირატესობები:
- ასწორებს ნაოჭებს
- ახდენს ნაოჭების გაჩენის პრევენციას
- აქვს დამატებითი სამედიცინო ეფექტი: გამოიყენება ჭარბი ოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) და კბილების კუმშვის (ბრუქსიზმი) სამკურნალოდ
- ახასიათებს ზუსტი და კონტროლირებადი მოქმედება
დაჯავშნე ვიზიტი
აირჩიე სასურველი თარიღი და ქალაქი